ახალი ამბები
"ლელო" - მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ერქმევა. ინფორმაცია ამის შესახებ ხაზარაძემ ანაკლიაში მიმდინარე პრეზენტაციაზე გააჟღერა. მისივე თქმით, სახელწოდების ინსპირაცია გალაქტიონ ტაბიძის ლექსი იყო.

"ორ ზღვას შუა, ძველისძველად, საომარი იყო ლელო - ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პროექტი შეიქმნება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია, სამეზობლოსა და რეგიონში, მსოფლიო რუქაზე", - თქვა ხაზარაძემ.

მოძრაობის ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ახლა მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.
ამავე თემაზე:

ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია მიმდინარეობს

მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პრეზენტაციას ანაკლიაში გამართავს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

Print