ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: ჩვენი ძალა ორიენტირებულია 2020-ში არჩევნების მოგებაზე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის თანამოაზრეებთან და ახალ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს.

"სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ ჩვენი მოძრაობა და პარტია, რომელსაც მალე დავაფუძნებთ, ორიენტირებული იქნება არჩევნებში გამარჯვებაზე, რადგან აქ იქნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც საკუთარ სფეროში ქვეყნისთვის ღვაწლი აქვს შეტანილი. რაც შეეხება თანამშრომლობას, ამ ეტაპზე ვისაუბრებთ ყველასთან, მაგრამ არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ, ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტში გამარჯვებულები შევალთ",- აღნიშნა ხაზარაძემ.

მან ანაკლიაში დღეს საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელო" პრეზენტაცია გამართა.
Print