ახალი ამბები
ზუგდიდის მერის სტიპენდია 19 სტუდენტს დაენიშნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 19 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალგაზრდებს მერმა გიორგი შენგელიამ დღეს გააცნო.

,,ჩვენთვის ახალგაზრდების წახალისება და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ხართ ის ფუნდამენტი, რაზედაც ჩვენ ვდგავართ და რომელიც ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს განათლებასა და განვითარებას, თქვენს წინსვლას და ეს არის მცირეოდენი ინვესტიცია ამ დიდი საქმეში. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც თქვენი განათლებით ზრუნავთ და იზრუნებთ ჩვენი ქვეყანისა მომავალზე. მერის სტიპენდია, რომელსაც თქვენ მიიღებთ იქნება ჩვენი მცირედი შენატანი იმ დიდ საქმეში, რასაც თქვენი სწავლა - განათლება ჰქვია. ყოველთვის თქვენს სამსახურში გვიგულეთ", - უთხრა მათ გიორგი შენგელიამ.

სტუდენტები მერის სტიპენდიას ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.

გარდა ამისა, მერიამ "განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 4 წარჩინებული ახალგაზრდა დააფინანსა.






Print