ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოავარიისას დაშავებული ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე, მეორის კი  საშუალო სიმძიმისაა. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერი სულხან ორჟონია ამბობს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გართულებების რისკი არსებობს.

"ორივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ერთს აქვს მარჯვენა ბარძაყის და წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, ტრავმული შოკი. მეორეს სხეულის მრავლობითი ჭრილობები, ქვედა კიდურზე რბილი ქსოვილების დაზიანებით, უგრძელდებათ მკურნალობა", - აღნიშნა ორჟონიამ.

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს დღეს, რამდენიმე საათის წინ შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.
Print