ახალი ამბები
ქართულ-აფხაზური ეთნოსოფელი რუხის ციხის სიახლოვეს - გუბერნატორის ბიზნესიდეა მეწარმეებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მეწარმეებს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რუხის ციხის მიმდებარედ, ქართულ-აფხაზური ეთნოსოფელის მოწყობის შესახებ ბიზნეს იდეას სთავაზობს. მან ამის შესახებ რუხის სავაჭრო ცენტრში, საპარტნიორო ფონდისა და USAID-ს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე ისაუბრა.

“კარგი იქნება, თუ სწორედ აქ, ე.წ. ხელოვნურ საზღვართან იქნება მსგავსი სივრცე, სადაც ახალგაზრდებსა და არა მხოლოდ მათ, ექნებათ საშუალება გაეცნონ ქართულ და აფხაზურ კულტურას. ვფიქრობ,”სისა ტურას” მსგავსი სოფელი აქ საინტერესო წამოწყება იქნება”, - აღნიშნა მოწერელიამ.

დღეს გაფორმებული მემორანდუმი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა







 

Print