ახალი ამბები
ჩხოროწყუობა 2019-ისთვის მერიამ 14 ათასი ლარი გამოყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ „ჩხოროწყუობა 2019“-ისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ დღისთვის კულტურული ღონისძიებების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.

ჩხოროწყუებაზე ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინება, 12-მდე მეგრული ეთნოპავილიონი და ბავშვთა სივრცე მოეწყობა. ამასთან, ამ დღეს ექვს საპატიო მოქალაქესაც დააჯილდოებენ. ღონისძიებები სამნაწილიანი გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, საბავშვო–საესტრადო ცოცხალი ბენდები და ცნობილი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.


ჩხოროწყუობა მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აღინიშნება. შარშან. ნოემბერში გამართულ ღონისძიებაზე საპატიო ჩხოროწყუელი შს ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია გახდა.
Print