რეგიონი
გალელ სტუდენტებს სოხუმამდე ავტობუსი მოემსახურება
სოხუმის მიმართულებით ახალი ავტობუსი იმოძრავებს, რომელიც გალის რაიონში მცხოვრებ სტუდენტებს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას "გალ TV" ავრცელებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ორჯერ ივლის. ის ახალგაზრდებს კვირას საღამოს 5 საათზე წაიყვანს სოხუმში და პარასკევს საღამოს უკან წამოიყვანს. მგზავრობის ფასი 150 რუბლია, რაც მათივე ცნობით, ორჯერ ნაკლებია მგზარობის ჩვეულებრივ ფასზე. შესაბამისი განკარგულება ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გასცა.

Print