ახალი ამბები
მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიას საჩუქრად ბინა გადასცეს
სამშენებლო კომპანია „არქიმ“ ქართველ მსოფლიო ჩემპიონებს თბილისში ბინები გადასცა. კომპანიისგან საცხოვრებელი ფართი მიიღო ხობელმა სპორტსმენმა ნუგზარ წურწუმიამაც. მას ოროთახიანი ბინა ისანში გადაეცა. როგორც რადიო "ათინათს" წურწუმიამ უთხრა, მისთვის „არქის“ საჩუქარი მოულოდნელი იყო.

„დაგვიბარეს ოთხივე ჩემპიონი, სიმბოლური საჩუქრები უნდა გადმოგცეთო. რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო და ძალიან მიხარია“, - გვითხრა წურწუმიამ.

ყაზახეთში გამართულ 2019 წლის  მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ჩემპიონი გახდა და საქართველოს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედალი მოუტანა. იგი ასევე, 23 წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია.

ამავე თემაზე:

ხობელმა ფალავანმა საერთაშორისო ტურნირის ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა
Print