ახალი ამბები
ლიაში თხევადი აირის ბალონი აფეთქდა, იწვის სახლი (ვიდეო)
წალენჯიხის სოფელ ლიაში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში თხევადი აირის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად სახლი იწვის. სოფელში მერის წარმომადგენლის ვახტანგ კვირკველიას ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში მოხუცი ქალი იმყოფებოდა, თუმცა ის მეზობლებმა გამოყვანეს და არ დაშავებულა. ორსართულიანი სახლი ამ წუთებშიც იწვის. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.


ვიდეო/ფოტო: დათა აქუბარდია
Print