ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლიაში
წალენჯიხის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სოფელში მერის წარმომადგენლის ვახტანგ კვირკველიას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print