ახალი ამბები
მარტვილის მეორე ბაღიდან ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები საავამდყოფოში არიან გადაყვანილები. უწყების ცნობით, მათ ბავშვების ინტოქსიკაციის შესახებ მიიღეს შეტყობინება და ინსპექტირების ჯგუფები უკვე ადგილზე იმყოფებიან.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 -მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print