ახალი ამბები
მარტვილის ბაღების გაერთიანებაში არ იციან, რატომ მოიწამლნენ ბავშვები
მარტვილის მერიის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ირმა გაბისონია თქმით, მეორე ბაღა-ბაღის აღსაზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები სადილის მიღებამდე დაეწყოთ. ამის შესახებ გაბისონიამ რადიო „ათინათს“ უთხრა. მისი ინფორმაციით, 3-4 წლის აღსაზრდელებს პირღებინება, ნაწილს-მუცლის ტკივილი და სიცხე აღენიშნებოდა.

„როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, ჩემი მოადგილე ადგილზე მივიდა და სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფოს ექიმებმა მათი საავადმყოფოში გადაყვანა ჩათვალეს საჭიროდ. ყველა სტაციონარშია. ან წყალი, ან საკვები ან ვირუსია მიზეზი, თუმცა, ნიშნები ბავშვები სადილამდე ჰქონდათ. დილით ყველიანი მაკარონი და რძე მიირთვეს. იგივე საჭმელი ჰქონდა მეორე ნაწილს, თუმცა, ისინი თავს კარგად გრძნობენ“, - აღნიშნა გაბისონიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.
Print