ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძე ავთანდილ გალდავამ შეცვალა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლოზ დიასამიძე აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა. გალდავა კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.
Print