ახალი ამბები
ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენგურის ხიდზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

მათივე განცხადებით, დროებითი შეზღუდვები მიმდინარე წლის 27 ივნისს თბილისსა და ზუგდიდის რაიონში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო დაწესდა.

ამავე ცნობით, შეზღუდვები არ ვრცელდებოდა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადადიოდნენ.
ამავე თემაზე:

რუსმა სამხედროებმა აბიტურიენტების ნაწილი ე.წ. საზღვარზე გამოატარეს

Print