რეგიონი
სამეგრელოში სექტემბერში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში, სექტემბერში, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან 7 დაკავებულია.
ამავე ინფორმაციით, მათგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
Print