ახალი ამბები
ჩხორიასა და აბასთუმანში ამბულატორიები რეაბილიტირდება
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 64 151 ლარი გამოეყო, რაც ჩხორიისა და აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიების რეაბილიტაციას მოხმარდება. აღნიშნული ცვლილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს. გარდა ამისა, ზუგდიდის 10 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება.
Print