ახალი ამბები
ანაკლიაში 16 ადგილობრივ მცირე მეწარმეს გრანტი გადაეცა
ანაკლიაში 16 ადგილობრივ მცირე მეწარმეს სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის და საგანმანათლებლო ბიზნეს საქმიანობის მიმართულებით გრანტი გადასცეს. მათ გრანტები USAID „ზრდა“ პროექტის ფარგლებში მიიღეს.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებს ანაკლიის სასწავლო ცენტრში , ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი, გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, USAID „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე შეხვდნენ და სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში,  ეწვივნენ ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც თხილის საწარმო აქვს. ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შეძენილი დანადგარების მეშვეობით იგი შეძლებს საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას და მეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

პროექტის ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს ანაკლიაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ ქუჩების ახალი ნუმერაცია და საოჯახო ტიპის სასტუმროების სარეკლამო აბრები, რომელიც ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მათ უსასყიდლოდ გადაეცათ.

Print