ახალი ამბები
სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
რამდენიმე ისტორიულ ნაგებობას, მათ შორის სოხუმის შუქურას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ნაგებობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება გაგრძელდება.

სოხუმის შუქურა სანავიგაციო ნაგებობაა, რომელიც ექსპლუატაციაში 1864 წლის 14 აპრილიდან შევიდა.


ამავე თემაზე:

გულრიფშში ისტორიულ ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭათ (ფოტო)

ოჩამჩირეში 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
Print