ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილმა კარატისტმა ოქროს მედალი მოიპოვა
აფხაზეთიდან დევნილმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ მოსკოვში გამართულ პრემიერ ლიგაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაცია ქართული კარატის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. ამავე ცნობით, ეს ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ეტეპი იყო, რის შემდეგაც სპორტსმენი, ტოკიოში 2020-ში დაგეგმილ ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

გოგიტა არქანია WKF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი 2014 წელს გახდა.

Print