ახალი ამბები
ორსანტიაში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა
ორსანტიის გამგებელმა ნათია წითლიძემ პოსტი დღეს, 7 ოქტომბერს დატოვა. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა. მისი ინფორმაციით, სამუშაოდ კერძო სექტორში გადავიდა.

ორსანტიაში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე წითლიძე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თანამდებობა ვაკანტურია და ახალი გამგებელი კონკურსის წესით შეირჩევა.
Print