რეგიონი
მიხეილ ხუბუტია ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს
მოსკოვში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს და მას უძლიერეს პოლიტიკოსს უწოდებს. შესაბამისი პოსტი ხუბუტიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ვულოცავ დაბადების დღეს, ყველაზე ძლიერ ლიდერს ჩვენს პრეზიდენტს! გისურვებთ ჯანმრთელობას, კორუფციის აღმოფხვრას, რუსეთში წესრიგის დამყარებას! პირველ რიგში - მოსკოვში! ვინც რა უნდა თქვას, ის უძლიერესი გვყავს, მან შეინარჩუნა სამშობლო და შეინერჩუნებს კიდეც! შეხედეთ სხვა ლიდერებს, სხვა ქვეყნებს! მე ყველაზე მეტად მძულს კორუფციონერები, დედაქალაქის მტრები! მე მჯერა მისი და გულწრფელად მიყვარს იგი", - წერს ბიზნესმენი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს 67 წელი შეუსრულდა.


Print