ახალი ამბები
სოხუმში ხვალ რაულ ხაჯიმბას "ინაუაგურაცია" გაიმართება
ხვალ, 9 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონიას რუსეთის ფედერაციის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ნიკარაგუას დელეგაციები დაესწრებიან. ამის შესახებ ტასს „პრემიერ - მინისტრმა“ ვიტალი ბგანბამ განუცხადა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.

ამავე თემაზე:
რაულ ხაჯიმბას "ინაუგურაცია" 9 ოქტომბერს გაიმართება

სოხუმში ალხას კვიცინიას მომხრეებმა „არჩევნების“ შედეგები გააპროტესტეს

ხაჯიმბა თვლის, რომ მის ოპონენტს უფლება აქვს გაასაჩივროს „არჩევნების“ შედეგები
Print