ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ, ამის მიზეზი კი დაბალი ხელფასებია. თანამშრომლების ნაწილმა მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ერთ-ერთი მათგანი ნანა ფიფია წერს, რომ მათ ერთადერთი გზა - გაფიცვა დარჩათ.

„ჩვენ გამოვიყენეთ ყველანაირი ცივილური, ლეგიტიმური უფლება, გვეგონა 2020-ის ბიუჯეტში მაინც ვიპოვიდით ჩვენს თავს. დაგვრჩა ერთადერთი გზა, გაფიცვა და ამას მალე მიიღებთ“, - წერს საკუთარი პოსტის კომენტარში ფიფია.

თანამშრომლები აპირებენ, რომ მეტი დეტალისა და გეგმების შესახებ ხვალ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრონ.
Print