ახალი ამბები
ზუგდიდში დღეს ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება
ასოციაცია "ათინათი" დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ახალგაზრდულ ფესტივალს -„თანატოლები თანასწორობისთვის“ გამართავს. ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა. ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები:


სპორტული აქტივობები;

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა;

ცოცხალი ბიბლიოთეკა;

სახეების მოხატვა;

კაცების კულინარიული შეჯიბრი;

ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;

სოციალური კაფე ,,მეგო-ბარი" (ცხელი და ცივი სასმელების გაყიდვა);

ინტელექტუალური შეჯიბრება;

ახალგაზრდა სპიკერების კონკურსი;


ფესტივალი ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები არიან:

• ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია;

• რადიო "ათინათი";

• ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;

• კომპანია ,,მარმაქს ჯორჯია";

• კლინიკა ,,ევექსი";

• ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი;

• სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა;

• საკანცელარიო მაღაზია ,,პილოტი";

• კომპანია ,,ბესტკოპი".

შპს "NUTS GE"

ბენზინგასამართი სადგური "GEKO"

ფესტივალი 16:00 საათზე დაიწყება და კონცერტით დასრულდება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში 11 ოქტომბერს ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება
Print