ახალი ამბები
სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის ეკრანზე გამოჩნდება
სვანეთის შესახებ ფოტო რამდენიმე დღის განმავლობაში Microsoft Windows-ის საწყის ეკრანზე გამოჩნდება. მას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს” – ფოტოს თან ასეთი წარწერა ახლავს.


Print