ახალი ამბები
სოხუმში სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ვაჭრობის ლეგალიზაციის საკითხზე მსჯელობენ
სოხუმში აქტიურად განიხილავენ ენგურის ხიდზე საბაჟო სამსახურის ამოქმედების საკითხს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ბესლან ცვინარიამ „აიაირას“ განუცხადა, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის ორი გზა, რომელსაც ჰყავს, როგორც მომხრეები, ასევე - მოწინააღმდეგეები. პირველი, ვაჭრობის აკრძალვას გულისხმობს, რაც მისი თქმით, ფაქტიურად შეუძლებელია და მხოლოდ საქონლის გაძვირებას გამოიწვევს და არა მისი მიმოქცევის შეჩერებას, ხოლო მეორე - საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში შეტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადის დაწესებაა.

„როგორც იცით, გალის რაიონის მცხოვრებლებს მოსაზღვრე ტერიტორიაზე ახლო ნათესავები ჰყავთ, და მათთან ურთიერთობის აკრძალვის უფლება ჩვენ არ გვაქვს. გამომდინარე აქედან, საზღვრის დაკეტვის საკითხი საერთოდ არ განიხილება. თუმცა, რაკი ჩვენ ადამიანებს საზღვრის გადალახვის უფლებას ვაძლევთ და 50 კგ - ის ოდენობით საქონლის გადატანას, არცაა გასაკვირი, რომ შემდეგ ის აფხაზეთის დახლებზე ხვდება“, - განმარტავს ცვინარია.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, უნდა დაისვას არა გადასახადის დაწესების, არამედ „სახელმწიფო რეგულირების საკითხი მდინარე ენგურზე მაკონტროლებელი ფუნქციების განსახორციელებლად. რაც გულისხმობს სასაზღვრო, ფიტოსანიტარულ ვეტერინარულ და საბაჟო კონტროლს". მისი თქმით, ეს ავტომატურად გამოიწვევს გადასახადის დაწესების აუცილებლობას. ასევე, შესაძლებელი გახდება ისეთი ნაწარმის აკრძალვა, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო.

ცვინარიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ენგურის ხიდი ადმინისტრაციულ საზღვარს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ის შეითავსებს სახელმწიფო რეგულირების ელემენტებს, „აფხაზეთის საბაჟო სამსახური მის ეფექტიანად ადმინისტრირებას, შეძლებს“.

ის თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც 260 მილიონ რუბლს შეადგენს, გამოყოფს თანხას, ენგურის ხიდზე საბაჟო - გამშვები პუნქტის მოსაწყობა მოკლე დროში მოხერხდება. გარდა ამისა, შესაძლოა ამან "აფხაზეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთების გადაადგილების შესაძლობლბაც გააჩინოს“, რაც დამატებით შეოსავალს მოუტანს ხაზინას.

ამავე თემაზე:

ხაჯიმბა „საქართველოსთან საზღვარზე“ ვაჭრობის ლეგალიზაციის წინადადებით გამოდის

რაულ ხაჯიმბა დანარჩენი საქართველოდან შემოტანილ საქონელზე გადასახადის დაწესებას გეგმავს 

ბესლან ცვინარია: ენგურზე საბაჟო სამსახური უნდა ამოქმედდეს
Print