ახალი ამბები
საგარეო "ავსტრიულ-აფხაზურ საზოგადეობაზე": თუ ფაქტი დადასტურდა, ეს კერძო ინიციატივა იქნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოების" დაარსების შესახებ. საგარეო უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ თუკი აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, სავარაუდოდ, ეს კერძო ინიციატივა იქნება, რადგან ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

"ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ავსტრიის ხელისუფლება ურყევად ატარებს არაღიარების პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმების მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, საქმე გვექნება კერძო ინიციატივასთან, რომლის მსგავსსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და მას არაფერი ექნება საერთო ავსტრიის ოფიციალურ მხარესთან", - აცხადებენ უწყებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება კი ამტკიცებს, რომ ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოება ავსტრიის ოფიციალურმა უწყებებმა დაარსეს.
Print