სპორტი
ფოთელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს შორის, 65კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი ფოთელმა სპორტსმენმა მოიპოვა. ქალაქ ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთელმა 18 წლის ელიზბარ თურქიამ ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი გამოცდილი მოჭიდავე, მსოფლიო და ევროპის პრიზიორი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მფლობელი გახდა.
Print