ახალი ამბები
ააიპ-ის თანამშრომელმა, რომელიც შეურაცხმყოფელ პოსტებს წერდა, თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის უკვე ყოფილმა მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" ააიპ-ის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ დაუდასტურა.

"პარასკევს თავად დაუწერია განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და დღეს დავაკმაყოფილე მისი განცხადება. ჯერჯერობით, მოადგილე არ მყავს და შესაძლოა, არც ავიყვანო", - აღნიშნა მაქაცარიამ.

ის მიიჩნევდა, რომ ფარცვანიას მისი მოადგილის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის იმჟამინდელმა მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს თამთა თოდაძეს შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერა. მანამდე ზაზა ფარცვანიამ გაფრთხილება აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო მიიღო.




Print