ახალი ამბები
მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს ევროპის საბჭოს ჯილდო მიენიჭა
"მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს", მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, ასევე საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილის გამო, ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის მიერ ჯილდო მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ზაზა გაგუა წერს, რომ აღნიშნულ ჯილდოზე წარდგენილი იყო ევროპის არაერთი ქვეყნის პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლანდშაფტების აღდგენაში. მისივე თქმით, ეს ის პროექტებია, რომელთაც შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა, ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა და სხვა.

„მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ერთი აგური მანც დადო იმისთვის რომ მარტვილის კანიონს ეს აღიარება მოეპოვებიანა. 4 წლის წინ დავიწყეთ მარტვილის კანიონის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ერთი შეხედვით კანიონის ეფექტი მასიური ტურიზმი გეგონებათ მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა თევზის და წავის აღდგენილი პოპულაციებია, რომელთან ერთადაც კანიონში ადგილობრივი ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი არაერთი სახეობა გამოჩნდა. თან ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვახორციელეთ“, - აღნიშნავს გაგუა.
Print