რეგიონი
მარტვილის კანიონს ევროპის საბჭოს ჯილდო 2020 წელს გადაეცემა
მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღნიშნული პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლანდშაფტების აღდგენაში.

„მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა.კანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ტურიზმი გახდა უსაფრთხო, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები“, - აცხადებენ სამინისტროში.

2019 წელს, ის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წელს, რვა თვის განმავლობაში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.

ამავე თემაზე:

მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს ევროპის საბჭოს ჯილდო მიენიჭა
Print