ახალი ამბები
ხაჭაპურის ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა შორის ზუგდიდის ორი რესტორანია (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ რუხში გამართულ „ხაჭაპურის ფესტივალზე“ სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში გამარჯვებული მცხობელები დაასახელეს. ისინი სპეციალურმა ჟიურიმ შვიდ ნომინაციაში გამოავლინა.

გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომავლის ხაჭაპური - კოლეჯი “ახალი ტალღა”


ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - საცხობი „ოკო“

ყველაზე სწრაფი მცხობელი- რესტორანი „გარდენ პალასი“

საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი

მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა

ხაჭაპურის საუცხოო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“

საუკეთესო ხაჭაპურის - რესტორანი „შინდაგორი“


კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის და ფორმის ხაჭაპურები მომზადდა. მათ შორის, თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით.

გარდა ამისა, სტუმრებს 3 მეტრიანი გებჟალიას და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლოთ.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალური ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (თაფლი, ყველი, თხილი და სხვა).

"ხაჭაპურის ფესტივალი" სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი "ზრდას", საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.





Print