რეგიონი
მესტია და აშშ-ის ქალაქი ნორთ ბენდი დამეგობრდნენ
მესტიის მუნიციპალიტეტი და შტატ ვაშინგტონის ერთ-ერთი ქალაქი ნორთ ბენდი დამეგობრდნენ. ქალაქებს შორის დამეგობრების იდეა აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს ეკუთვნის. მხარეებს შორის სამუშაო ვიზიტი, როგორც ნორთ-ბენდში, ასევე მესტიაში შედგა. ურთიერთანამშრომლობის მიზანი ტურიზმის სფეროს განვითარებაა.

მესტიის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებას შემდეგ საკითხებში გულისხმობს: მუნიციპალიტეტის ურბანული არეალების ზონირება, შენობა ნაგებობათა იერსახის შენარჩუნება, დაბა მესტიაში მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების სისტემა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა.

ამერიკელი ექსპერტები სვანეთში 4 ოქტომბერს იმყოფებოდნენ, ხოლო მესტიის მერიის წარმომადგენლები აშშ-დან 20 ოქტომბერს დაბრუნდნენ.

Print