რეგიონი
სამინისტრომ ზუგდიდისა და ფოთისთვის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას.

შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.

ტენდერი ორ ლოტად გამოცხადდა, პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა.
Print