ახალი ამბები
აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
23 ოქტომბერს სოხუმის ნაწილს, ასევე, გუდაუთის, ახალი ათონისა და ბიჭვინთის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები დილის 7:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება, წერს „აფსადგილ ინფო“.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა ქვესადგურ "ბზიფი 220" -ზე ტრანსფორმატორის დაზიანებამ გამოიწვია. 7 ოქტომბერს ქვესადგურზე მეხის დაცემის გამო ავტოტრანსფორმატორი "АТ-2", რომლის სიმძლავრე 60 მეგავატია ავარიულად გაითიშა. შედეგად, გაგრის რაიონის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

Print