ახალი ამბები
მესტიაში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მესტიის სოფელ ცხუმარში ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რითაც ზუგდიდის სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  რაიონული პროკურორის მირანდა მუმლაძის განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობს დაკავებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე.

რაც შეეხება ბესიკ არღვლიანს, იგი დანაშაულს აღიარებს. როგორც მან პროცესზე განმარტა, ძმისთვის რომ მანქანის საჭე დაეთმო, ეს დანაშული არ მოხდებოდა. ბრალდებულმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სანაცვლოდ 10 000 ლარიანი გირაო შესთავაზა.

"დანაშული მაქვს, მანქანა არ მივეცი და ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. რომ დამეთმო ეს არ მოხდებოდა. გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა დასამალად", - თქვა მან.

ბესილ არღვლიანს ხელზე დაზიანებები აღენიშნება. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულს სუიციდის მცდელობა დაკავებამდე ჰქონდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა, ცივი იარაღით ყბისა და გულმკერდის არეში მიაყენა.
Print