ახალი ამბები
ზუგდიდში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებული 82 წლის მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის სოფელ დარჩელში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის იაშა არნანიას აღმკვეთი ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად დაკავებული პროკურორის მაია ჯაბუას მოთხოვნას არ დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ გირაოს გადასახდელი თანხა არ გააჩნდა.

"არ ვეთანხმები პროკურორის მოთხოვნას, მაგრამ გირაოს გადასახდელი თანხა არ მაქვს. წამალი რომ ვიყიდო, იმის ფულიც არ მაქვს", - აღნიშნა მან.

პროკურატურის ინფორმაციით, იაშა არნანიამ შვილიშვილს გულმკერდისა და მარცხენა ხელის არეში მიაყენა ჭრილობა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ბაბუა შვილიშვილის დაჭრის გამო დააკავეს
Print