ახალი ამბები
ნაწულუკუში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ოპელისა და ფოლკსვაგენის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. მძღოლი, რომელიც გარდაიცვალა მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე -6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print