ახალი ამბები
ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
ზუგდიდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება" პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მაია კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

"წიგნი პირველად უკრაინაში გამოიცა, მისი ქართულენოვანი ვერსია საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნში ის თვითონ საუბრობს თავისი ოჯახის ისტორიის შესახებ, იმ გარემოებებზე, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური ვითარება 2003 წელს, თავისი გუნდის ძალაუფლებაში მოსვლაზე. წიგნში ასევე არის საუბარი იმ რადიკალურ რეფორმებზე, რომელიც გუნდის მმართველობის 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ამასთანავე მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ წარმატებაზე, ის წარუმატებლობასაც აფასებს. ყოველ თავში პარალელებია გავლებული უკრაინის დღევანდელ მდგომარეობასთან, რომელიც ავტორის ასევე საკუთარი გამოცდილების ნაწილია. წიგნში მოყვანილია ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი მედიისა და ფართო აუდიტორიისათვის“, - წერს კალანდია.

ამავე ინფორმაციით, პრეზენტაცია 28 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება.
Print