ახალი ამბები
ზუგდიდში ავტობუსების სადგომის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
ზუგდიდის სოფელ რუხში (სოხუმის ქუჩის მე-6 შესახვევი) ავტობუსების სადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები მოეწყობა. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 1 305 645 ლარია გამოყოფილი. შპს "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" დირექტორმა ზაზა კუპრავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე ზუგდიდის მერიის ბალანსზე 32 ავტობუსი ირიცხება, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა 25-ით გაიზარდოს.

„ახალი ავტოსადგომი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული, სადაც ყველა ტრანსპორტი, რომელიც ირიცხება მერიის ბალანსზე ერთად მოიყრის თავს. გარდა ამისა, დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.  სამედიცინო თვალსაზრისით შემოწმდებიან მძღოლები და ასევე შემოწმდება ტრანსპორტი. ავტობუსები დღემდე მძღოლებს ჰყავთ. ზოგს აქვს სადგომი, ზოგს კიდევ გარეთ ჰყავს“, - ამბობს კუპრავა.

წინადადებების მიღება 9 ნოემბერს იწყება და 14 ნოემბერს დასრულდება.

Print