რეგიონი
ზუგდიდში ახალი სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო
ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროცესი სტადიონის გადახურვის და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებსა და ტერიტორიის კეთილმოწყობას მოიცავს.

რაც შეეხება სათადარიგო სტადიონს, ის 1200 მაყურებელზეა გათვლილი და მასზე ხელოვნურსაფრიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები მოეწყობა.

სამშენებლო სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სტადიონზე ბეტონის კედელი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოარღვიოს

Print