რეგიონი
კონტი ჯგუფი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება
ამერიკული „კონტი ჯგუფი“კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკული „კონტი ჯგუფის“ მიერ, რომელიც 42%-იანი წილის მფლობელია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების შესახებ 15 აგვისტოს გახდა ცნობილი.

Print