ახალი ამბები
ზუგდიდისა და ფოთის ორ სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდა
ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის №2 და ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის №3 საჯარო სკოლებში დამატებითი არდადაგები გამოცხადდა. აღნიშნული სასწავლო დაწესებულებები იმ 12 სკოლას შორის არიან, სადაც დღეიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები .

Print