ახალი ამბები
პრემიერი: ანაკლიის პორტი არის საქართველოს და აშშ-ს პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის საქართველოს და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

"ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად რაც უფრო მეტი ამერიკული კომპანია მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას მხოლოდ მივესალმები. „კონტი ჯგუფი“ რჩება თუ არა კონსორციუმში მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოს და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რა თქმა უნდა მივესალმებით ყველა ძლიერ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო-სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, პედაგოგებს, ახალგაზრდებს და ფერმერებს შეხვდა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში 112-ის შენობა გიორგი გახარიამ გახსნა (ფოტო)

რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს გიორგი გახარიას ექიმებმა ზუგდიდში

პრემიერი ახალგაზრდებს: მაინტერესებს რას ფიქრობთ, სად ხედავთ ამ ქვეყანას, სად ხედავთ თქვენს როლს?

გიორგი გახარია ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა
Print