ახალი ამბები
მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნები მიმდინარეობს. აღნიშნულ თემში ორი უბანია, სადაც 1100 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი - "ქართული ოცნებიდან" წარდგენილი რობერტ კაკულია მონაწილეობს.

#23 და #22 საარჩევნო უბნებზე პირველმა ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები არ დაწერილა. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" და "დემოკრატიული საერთაშორისო არჩევნები" აკვირდება.

შუალედური არჩევნების გამართვა კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე ონერ კუჭავა გარდაიცვალა.
Print