რეგიონი
მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 12:00 საათისთვის 250-მდე ამომრჩეველი მივიდა
12 საათის მონაცემებით, მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 248 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 16% -ზე მეტია. #65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნინო დანელიას თქმით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დრომდე არც ერთ უბანზე არ დაწერილა საჩივარი. 

#23 ნოღას და #22 კიწიის საარჩევნო უბნებში სულ 1 100 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კიწიის თემის მოსახლეობა დღეს ერთადერთ მაჟორიტარობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" რობერტ კაკულიას ირჩევს. სხვა პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში არ მონაწილეობენ.
Print