ახალი ამბები
ცესკო: მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა 549 ხმა მიიღო
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში სოფლის მაჟირიტარობის კანდიდატმა 549 ხმა მოიპოვა. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო ვინც აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობდა. ადგილობრივებს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება ორ საარჩევნო უბანზე შეეძლოთ. სულ რეგისტრირებული 1100 ამომრჩევლიდან საკუთარი აზრი 565-მა მოქალაქემ დააფიქსირა, აქედან 11 ბიულეტენი გაბათილდა.

უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

მარტვილის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობდნენ. ადგილობრივებს, მხოლოდ ერთი კანდიდატის - "ქართული ოცნებიდან" რობერტ კაკულიას არჩევა შეეძლოთ.

კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სოფლის მაჟორიტარი მმართველი პარტიიდან ონერ კუჭავა გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: 

მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს 

ამომრჩეველი: ხმა მივეცი კეთილდღეობას, მაგრამ გამკეთებელი ვინ არის 

მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 12:00 საათისთვის 250-მდე ამომრჩეველი მივიდა

მარტვილში არჩევნები დასრულდა


Print