რეგიონი
„I’ LL BE BACK” - ზუგდიდის სასამართლოს გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს
ზუგდიდის რაიონული სასმართლოს ვებ -გვერდის გახსნისას საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისური წარწერით „მე დავბრუნდები“ ჩნდება.
სასამართლოში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგეს და ინფორმაციას გადაამოწმებენ.

მსგავსი ფოტოები სხვა ქალაქების სასამართლოების გვერდებზეც გვხვდება. სავარაუდოდ ვებ-გვერდებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

Print