რეგიონი
ზუგდიდის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ლაშა შეროზია დაინიშნა. ინფორმაცია თეტრის გვერდი ავრცელებს. ამავე ცნობით, შეროზია პროფესიულ საქმიანობასთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამსახიობო და სარეჟისორო მიმართულებებზე ეწევა. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „International Union of Young Artists” ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

აქამადე აღნიშნულ პოზიციას ბადრი წერედიანი იკავებდა.

Print