ახალი ამბები
ზუგდიდს ქალაქმშენებლობითი გენგეგმა 2020 წლის ივნისში უნდა ჰქონდეს
ზუგდიდის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ქალაქთმშენებლობითი გეგმები კონტრაქტორმა კომპანიამ 8 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს.

"ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ამოცანებია: ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა", - აცხადებენ უწყებაში.

დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და შპს „არტსტუდიო-პროექტის“ დირექტორმა ირენე სკალვინიმ მოაწერეს.

სამუშაოსთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული "არსტრუდიო პროექტი" ასრულებს, 2019 წელს 90 ათასი, 2020-ში კი 360 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე თემაზე:

რას ითვალისწინებს ზუგდიდის ქალაქმშენებლობის გენგემის კონცეფცია
Print